ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი ინალ ტასოევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს (ვიდეო)

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, დღეს შეჯიბრების ბოლო დღეა

+100 კგ წონით კატეგორიში გურამ თუშიშვილი პირველ წრეში ისვენებმა, მეორეში და მესამეში კი იპონებით გასცდა თურქ ქემალ ერდოგანს და ისრაელელ ორ სასონს და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ რუსი ინალ ტასოევი ჰყავდა.

გურამ თუშიშვილმა მეტოქისგან ვაზარი გაუშვა, შემდეგ კი ვერ შეძლო შებოჭვიდან გათავისუფლებულიყო და დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის გურამ თუშიშვილი ნიდერლანდელ როი მეიერთან იჭიდავებს.

როი მეიერმა რეპეშაჟის ნახევარფინალში უკრაინელ ოლექსანდრ გორდიენკოსთან იპონით გამარჯვების შემდეგ ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან იპონით დამარცხებულ ლევან მატიაშვილს სძლია იპონით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...