ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო

ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო, – ამის შესახებ ევროპული მედია ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციაზე დაყრდნობით წერს.

როგორც cialciomercato.com წერს, ნორვეგიის ფედერაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდება და 2021 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება.

გადაწყვეტილება UEFA-ში კორონავირუსის გამო მიიღეს. დღეს UEFA-ში მისი წევრი 55 ქვეყნის მონაწილეობით ვიდეოკონფერენცია მიმდინარეობს.

ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციამ კი Twitter-ში აღნიშნული ფაქტის ამსახველი პოსტი გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად