ევროპის ბანკი ბერძნულ ბანკებს 71 მილიარდ ევრომდე გაუზრდის დახმარებას

ევროპის ბანკი ბერძნული ბანკებისთვის დახმარების პროგრამას 71 მილიარდ ევრომდე ზრდის. მყისიერი დახმარების პროგრამა კიდევ 2,1 მილიარდი ევროს გამოყოფას გულისხმობს.

ბლუმბერგის ინფორმაციით, საბერძნეთის დახმარების პროგრამა ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოს საგანგებო სატელეფონო კონფერენციის დროს დამტკიცდა.

ბოლო 10 დღის მანძილზე ეს პროგრამის ზრდის მესამე ფაქტია: 12 მარტს დაფინანსება გაიზარდა 600 მილიონი ევროთი, 18 მარტს – 400 მილიონით, ხოლო 24 მარტს – 2,1 მილიარდი ევროთი.

დახმარების პარალელურად, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან ბერძნულ კომერციულ ბანკებს მკაცრი გაფრთხილება და რეკომენდაციები გაუგზავნა.

უპირველეს ყოვლისა, ბანკებს აეკრძალათ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა, რაც ბლუმბერგის ანალიტიკოსების მხრიდან შეფასებულ იქნა, როგორც ახალ მთავრობაზე ზეწოლის მექანიზმად, რათა უახლოეს მომავალში სირიზას ეკონომიკურმა გუნდმა რეფორმების გეგმა წარუდგინოს კრედიტორებს.

2015 წელს საბერძნეთმა უნდა გადაუხადოს ევროზონის სახელმწიფოებს 193,8 მლრდ ევრო, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდს – 32, 2 მლრდ ევრო.

მარტში საბერძნეთმა ვალის გარკვეული ნაწილი (342 მლნ ევრო) გადაუხადა სსფ-ს, რამაც ქვეყნის ფინანსური  მდგომაროება კიდევ უფრო დაამძიმა. ევროკომისიაზე დაყრდნობით გაზეთი Frankfurter Allgemeine Son­n­tag­s­zeit­ung წერს, რომ საბერძნეთს ფული ვალისა და სოციალური კომპენსაციების გადასახდელად მხოლოდ 8 აპრილამდე ეყოფა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...