ევროპის 5 წამყვანი საფეხბურთო ლიგის 100 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი (სია)

ყოველკვირეული football-observatory-ის 265 ნომერში ევროპის ხუთი წამყვანი საფეხბურთო ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ასეული ქვეყნდება

პირველ ათეულში ლივერპულის 3 და მანჩესტერ სიტის ორი ფეხბურთელია. სულ ათეულში ინგლისის პრემიერ ლიგის ექვსი ფეხბურთელი მოხვდა. მათგან 3 ინგლისელი და ორი ფრანგია.

100 მლნ ევროზე მეტი ღირებულების მქონე 27 ფეხბურთელს შორის 17 ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს, 5 ესპანეთის ლა ლიგაში, 2 საფრანგეთის პირველ დივიზიონში, 2 იტალიის სერია A ში და 1 გერმანიის ბუნდესლიგაში.

100 მლნ ევროზე მეტი ღირებულების 27 ფეხბურთელიდან 6 ლივერულში თამაშობს, 6 მანჩესტერ სიტიში, 3 ბარსელონაში, 3 მანჩესტერ იუნაიტედში, 2 პსჟ-ში, 2 იუვენტუსში, 2 ტოტენჰემ ჰოტსპურში, თითო-თითო კი დორტმუნდში, მადრიდის “ატლეტიკოში” და რეალში.

100 მლნ ევროზე მეტად ღირებულ 27 ფეხბურთელში 6 ინგლისელია, 6 ბრაზილიელი, 5 ფრანგი, 2 არგენტინელი, 2 პორტუგალიელი, 2 ბელგიელი, თითო-თითო კი ეგვიპტელი, სენეგალელი, გერმანელი და ნიდერლანდელი

ყველაზე ძვირადღირებული მეკარე ლივერპულელი ალისონ ბეკერია, ყველაზე ძვირადღირებული მცველიც ლივერპულში თამაშობს – ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ყველაზე ძვირადღირებული ნახევარმცველი მანჩესტერ იუნაიტედელი პოლ პოგბაა, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული თავდამსხმელი და ამავე დროს, ფეხბურთელიც, პარი სენ-ჟერმენელი კილიან მბაპეა

100 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელიდან 11 ლივერპულში თამაშობს, 10 მანჩესტერ სიტიში, 8-8 ბარსელონაში და მადრიდის “ატლეტიკოში”, 6-6 ტოტენჰემ ჰოტსპურში და რეალში, 5-5 მანჩესტერ იუნაიტედში და არსენალში, 4-4 პსჟ-ში, იუვენტუსში, ჩელსიში, ბაიერნში და ნაპოლში, 3 ლიონის ოლიმპიკში, 2-2 ევერტონში, მილანში, ინტერნაციონალეში და ვულვერჰემპტონში, თითო-თითო დორტმუნდში, ლევერკუზენში, რეალ სოსიედადში, ლაიფციგში, ლილში, ლესტერში, , ვალენსიაში, რომაში, ვესტ ჰემში და ფიორენტინაში

100 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელიდან 15 ფრანგია, 12-12 ინგლისელი და ბრაზილიელი, 9 გერმანელი, 8 ესპანელი, 6 პორტუგალიელი, 5-5 არგენტინელი, ბელგიელი და იტალიელი, 4 პოლონელი, 3-3 ნიდერლანდელი და ურუგვაელი, თითო-თითო ეგვიპტე, სენეგალი, კორეა, შოტლანდიელი, გაბონელი, სლოვენიელი, სლოვაკი, გვინეელი, კოლუმბიელი, სერბი, კოტ-დ’ივუარი, ფინელი და დანიელი

1. კილიან მბაპე – 252 მლნ €
პსჟ – 2023 – 20,5 – საფრანგეთი

2. მოჰამედ სალაჰი – 219,6 მლნ €
ლივერპული – 2023 – 27,0 – ეგვიპტე

3. რაჰიმ სტერლინგი – 207,8 მლნ €
მანჩესტერ სიტი – 2023 – 24,5 – ინგლისი

4. ლიონელ მესი – 167,4 მლნ €
ბარსელონა – 2021 – 32,0 – არგენტინა

5. ჟადონ სანჩო – 159,4 მლნ €
დორტმუნდი – 2022 – 19,2 – ინგლისი

6. სადიო მანე – 157,8 მლნ €
ლივერპული – 2023 – 27,2 – სენეგალი

7. ჰარი კეინი – 155,2 მლნ €
ტოტენჰემ ჰოტსპური – 2024 – 25,9 – ინგლისი

8. რობერტო ფირმინო – 144,2 მლნ €
ლივერპული – 2023 – 27,7 – ბრაზილია

9. ანტუან გრიზმანი – 143,8 მლნ €
მადრიდის “ატლეტიკო” – 2023 – 28,2 – საფრანგეთი

10. ლიროი ზანი – 137,1 მლნ €
მანჩესტერ სიტი – 2021 – 23,4 – გერმანია

11. ბერნარდო სილვა -136,5 მლნ €
მანჩესტერ სიტი – 2025 – 24,8 – პორტუგალია

12. გაბრიელ ჯესუსი – 130,6 მლნ €
მანჩესტერ სიტი – 2023 – 22,2 – ბრაზილია

13. ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი – 130,2 მლნ €
ლივერპული – 2024 – 20,7 – ინგლისი

14. ფილიპე კოუტინიო – 129,4 მლნ €
ბარსელონა – 2023 – 27,0 – ბრაზილია

15. რომელუ ლუკაკუ – 125,2 მლნ €
მანჩესტერ იუნაიტედი – 2022 – 26,1 ბელგია

16. პაულ პოგბა – 125,1 მლნ €
მანჩესტერ იუნაიტედი – 2021 – 26,2 – საფრანგეთი

17. ნეიმარი – 124,7 მლნ €
პსჟ – 2022 – 27,4 – ბრაზილია

18. მარკუს რაშფორდი – 123,5 მლნ €
მანჩესტერ იუნაიტედი – 2021 – 21,6 – ინგლისი

19. ედენ აზარი – 120,7 მლნ €
რეალი – 2024 – 28,4 – ბელგია

20. კრიშტიანუ რონალდუ – 118,1 მლნ €
იუვენტუსი – 2022 – 34,4 – პორტუგალია

21. უსმან დემბელე – 117,1 მლნ €
ბარსელონა – 2022 – 22,1 – საფრანგეთი

22. ვირჯილ ვან დეიკი – 112,1 მლნ €
ლივერპული – 2023 – 27,9 – ნიდერლანდები

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...