ევროპის 48 ქვეყნის კულინარიაში საქართველო საპატიო მე-4 ადგილს იკავებს

„ტრილლისტის“ ორმა ჟურნალისტმა, კევინ ალექსანდერმა და ლიზ ჩილდერსმა, 48-დან 39 ქვეყანაში იმოგზაურეს და ამის მიხედვით შეაფასეს 48 ევროპული ქვეყნის სამზარეულო.

„ტრილლისტი“ მედია ჯგუფი გახლავთ. ისინი 3 თემაზე მუშაობენ, კულინარია, ტექნოლოგია და მოდა და სამივეს ერთად ყოველდღიურად 15 მილიონი გამომწერი ჰყავს.

მთავარი ნიშნული, ორი ჟურნალისტის სიმპათიის მოსაპოვებლად, ეროვნული ტრადიციული სამზარეულო გახლდათ.

საქართველოში მხოლოდ ლიზი იმყოფებოდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, ჩვენი ქვეყანა, საპატიო, მეოთხე ადგილზე გასულიყო.

ლიზი აღნიშნავს, რომ საქართველოში საოცარი სუნელები და ბოსტნეულია. ავტორმა აღნიშნა, რომ ყველაზე გამორჩეული კერძი საქართველოში, ხაჭაპურია. მან ასევე ჩამონათვალში ახსენა ისეთი საჭმელები, როგორებიცაა ხინკალი, კუჭმაჭი, ჩახოხბილი და ტყემალი. მან საზოგადოებას გააცნო, თითოეულის შემადგენელი ინგრედიენტი.

სრული სია კი ასე გამოიყურება:

48. ვატიკანი, 47. ფარერის კუნძულები, 46. მონტენეგრო, 45. ანდორა, 44. მონაკო, 43. ლიხტენშტეინი, 42. უკრაინა, 41. კოსოვა, 40. ისლანდია, 39. ესტონეთი, 38. ლუქსემბურგი, 37. მალტა, 36. მოლდოვა, 35. ლიტვა, 34.რუმინეთი, 33. ნორვეგია, 32. სლოვენია, 31. სლოვაკეთი, 30. სერბეთი, 29. ბელორუსია, 28. ლატვია, 27. ფინეთი, 26.ალბანეთი, 25. რუსეთი, 24. პოლონეთი, 23. მაკედონია, 22. ჩეხეთი, 21. ბოსნია და ჰერცოგოვინა, 20.კვიპროსი, 19. შვედეთი, 18. ირლანდია, 17. ნიდერლანდები, 16. ავსტრია, 15. დანია, 14. ბულგარეთი, 13. დიდი ბრიტანეთი, 12. სან მარინო, 11. საბერძნეთი, 10. უნგრეთი, 9. პორტუგალია, 8. შვეიცარია, 7. ხორვატია, 6. ბელგია, 5.გერმანია, 4. საქართველო, 3. ესპანეთი, 2. საფრანგეთი, 1. იტალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად