„ევროპელი სოციალისტები“ „პრაიდზე“: ადამიანის უფლებათა დაცვის საფარქვეშ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ერთმნიშვნელოვნად პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას, რაც ჩვენი კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის საფარქვეშ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ.

„ევროპელი სოციალისტების“ წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება გაატარებს შესაბამის ზომებს, რათა სახელმწიფოს სტაბილურობას, სამოქალაქო მშვიდობას, ერის ისტორიულ, ტრადიციულ, ეთნიკურ და კულტურულ თვითმყოფადობას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს.

ამასთანავე, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს კორონავირუსის გავრცელების ბოლო დღეების სტატისტიკა, როცა „კოვიდ-19“-ით მოსახლეობის ინფიცირების რაოდენობა ოთხნიშნა ციფრს გადასცდა. შესაბამისად, აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინება და არსებული კოვიდრეგულაციების მკაცრი დაცვა“, – ნათქვამია ევროპელი სოციალისტების განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...