ევროპაში, განვლილი ორი დღის განმავლობაში, covid19-ის დღიური შემთხვევების რაოდენობა 13,33%-ით შემცირდა

მონაცემები კორონავირუსის გასული დღის სტატისტიკის შესახებ აღებულია პორტალიდან “worldometers.info”.

განვლილი 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში 175 499 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 14 147-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

ცალკეული კონტინენტების მიხედვით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობები და კლება/მატება ასეთია:

ჩრდილოეთ ამერიკა – 56 347 (- 728) → 32,11%
აზია – 48 696 (+858) → 27,75%
სამხრეთ ამერიკა – 41 860 (- 9 683) → 23,85%
ევროპა* – 14 829 (- 1 008) → 8,45%
აფრიკა – 13 677 (- 1 833) → 7,79%
ოკეანეთი – 90 (- 17) → 0,05%

განვლილი 24 საათის განმავლობაში ევროპის ქვეყნებს შორის covid19-ის ყველაზე მეტი შემთხვევები გამოვლინდა:
1. რუსეთი – 6 736
2. ყაზახეთი – 1 452
3. თურქეთი – 1 148
4. უკრაინა – 823
5. სომხეთი – 706
6. აზერბაიჯანი – 523
7. დიდი ბრიტანეთი – 516
8. რუმინეთი – 391
9. პორტუგალია – 328
10. სერბეთი – 302

საქართველოს მოსაზღვრე ოთხი ქვეყნის წილად ევროპაში დაფიქსირებული ინფიცირების 14 829 შემთხვევიდან მოდის 9 113 შემთხვევა ანუ მთლიანი რაოდენობის 61,45%.

ევროპაში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, კოვიდინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა 17 110-დან 14 829-მდე, 2281-ით ანუ 13, 33%-ით არის შემცირებული.

* პორტალ “worldometers.info”-გან განსხვავებით, აზერბაიჯანი, თურქეთი, კვიპროსი, საქართველო,სომხეთი და ყაზახეთი ჩვენ მიერ ევროპის ქვეყნებადაა მიჩნეული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად