ევროპაში ძლიერი სიცხის გამო, 8 ადამიანი დაიღუპა

ევროპის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

“29 ივნისს, შაბათს, საფრანგეთში სიცხის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი ესპანეთსა და იტალიაში”, – იუწყება სააგენტო AFP-ი.
საფრანგეთში სიცხის გამო გარდაცვალების პირველი შემთხვევა 27 ივნისს დაფიქსირდა, როდესაც 33 წლის მამაკაცმა 35 გრადუს სიცხეში მუშაობას ვერ გაუძლო. გარდა ამისა, ექიმები რამდენიმე ადამიანის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ. ძლიერი სიცხის გამო ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
28 ივნისს, საფრანგეთში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 45.9 გრადუსს აღწევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...