ევროპარლამენტში უკრაინელი პოლიტპატიმრების შესახებ ფილმი აჩვენეს

ევროპარლამენტში 19 მარტს, 19:00 საათზე, აჩვენეს ფილმი “პუტინის მძევლები: უკრაინელი პოლიტპატიმრები კრემლში”. დოკუმენტური ფილმი უკრაინელ პოლიტიკურ პატიმრებს, ჰიბრიდულ ომსა და უკრაინაში რუსეთის აგრესიას ეხება. ინფორმაციას ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენლობა Facebook- ზე ავრცელებს.

“ევროპარლამენტმა აღნიშნა, რომ ეს თემა მუდმივად უნდა იყოს ევროკავშირის დღის წესრიგში, რადგან უკრაინა ახლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ღონისძიების გახსნისას ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენელმა ნიკოლაი ტოჩიცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთში ამჟამად 70 უკრაინელ პოლიტიკური პატიმარი და 24 მეზღვაური იმყოფება. მისი განმარტებით, რუსეთი უკრაინის მოქალაქეების პოლიტიკურ დევნასა და ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევას აგრძელებს.

“მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, გაზარდონ პოლიტიკური ზეწოლა და უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად სანქციები გააძლიერონ”, – განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად