ევროპარლამენტმა უნგრეთის წინააღმდეგ “სადამსჯელო ზომები” გამოიყენა

ევროპარლამენტმა უნგრეთის წინააღმდეგ "სადამსჯელო ზომები" გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

უნგრეთს "დემოკრატიული ნორმების მუდმივ უგულებელყოფას" ედავებიან. სასჯელის გამოყენებას მხარი ევროპარლამენტის 448-მა დეპუტატმა დაუჭირა, 197 წინააღმდეგი იყო, ხოლო 48 დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ამრიგად, ევროპარლამენტი ევროკავშირის ხელშეკრულების მე -7 მუხლის დებულებებს იყენებს. ეს საშუალებას აძლევს მას, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს გარკვეული უფლებები შეაჩეროს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ევროპარლამენტი ამ მუხლს ევროკავშირის ისტორიაში პირველად გამოიყენებს.

ადრე, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი "შანტაჟის უფლებას" არავის მისცემს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად