ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ახალი, 50 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი გამოყო. ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეს პაკეტი დაეხმარება უკრაინას აღდგენასა და EU-ში გაწევრიანების გზაზე 2024-იდან 2027-წლამდე პერიოდში.

პაკეტის თანახმად, ევროპარლამენტი უკრაინას გრანტებისა და სესხების სახით ფინანსურად დაეხმარება, ამ თანხით კი, უკრაინაში მოხდება კერძო ინვესტიციების მობილიზება.

გარდა ამისა, ევროპარლამენტის ახალი პაკეტი მოხმარდება სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას.

პაკეტი უკვე გადაეცა ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და საბიუჯეტო კომიტეტებს, რათა დამტკიცდეს.