ევროპარლამენტმა რუსეთი სსრკ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის უგულვებელყოფის მცდელობაში დაადანაშაულა

ევროპარლამენტმა სტალინიზმის, ნაციზმისა და სხვა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების მსხვერპლებს, რეზოლუციის მიღებით პატივი მიაგო. ამის შესახებ ვებ-გვერდზე განთავსებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

რეზოლუციას მხარი 535-მა ადამიანმა დაუჭირა, 66 დეპუტატი კი წინააღმდეგი იყო.

”ნაცისტურ-საბჭოთა ხელშეკრულების (ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი) დასრულებიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ, ევროპარლამენტის წევრები “მოგონებების საერთო კულტურის მიღებას ითხოვენ”, – ნათქვამია დოკუმენტში.

დეპუტატებმა რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

პარლამენტმა ასევე გამოთქვა სურვილი, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ხელი შეუწყონ ახალგაზრდა თაობაში „საერთო ევროპული ისტორიის შესახებ“ განათლების მიღებას, მათ შორის ტოტალიტარული რეჟიმების შედეგების ისტორიის ცოდნასა და გაანალიზებას.

რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი — 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის დადებული თავდაუსხმელობის პაქტია, რომელსაც გერმანიის მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა, ხოლო სსრკ-ის მხრიდან საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა. ამ პაქტში ასევე საუბარი იყო ცენტრალური ევროპის დაყოფაზე. ეს პაქტი დაირღვა 1941 წელს გერმანიის მიერ, როდესაც იგი თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.

ხელშეკრულების თანახმად, საბჭოთა კავშირს და ნაცისტური გერმანიას თავი უნდა აერიდებინათ ერთმანეთზე თავდასხმისაგან, მათ ასევე თავი უნდა შეეკავებინათ ერთმანეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებაში ჩართვისგან იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ეს სახელმწიფო გახდებოდა თავდასხმის ობიექტი მესამე სახელმწიფოს მიერ. პაქტის მონაწილენი ასევე უარს ამბობდნენ იმ ალიანსში გაწევრიანებაზე, რომლიც თუნდაც არაპირდაპირად ამ რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. 1948 წელს ხელშეკრულება ხელმისაწვდომი გახდა ფოტოსურათების სახით. 2009 წელს ევროპის პარლამენტმა 23 აგვისტო, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების დღე, გამოაცხადა სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად