ევროპარლამენტმა მარინ ლე პენის პარტიას ფულადი აქტივები გაუყინა

ევროპარლამენტმა მარინ ლე პენის პარტიას "ეროვნული გაერთიანება" დოტაცია (სახელმწიფო ფულადი დახმარება, რომელიც ეძლევა წარმოებას, ორგანიზაციას ზარალის დასაფარავად ან სხვა მიზნებისათვის) გაუყინა. ამის შესახებ ჟურნალი du dimanche წერს.

8 ივლისს პარიზის სასამართლომ სახელმწიფო სუბსიდიების ფონდიდან 2 მილიონ ევროს აქტივების გაყინვა გადაწყვიტა, რომელიც "ეროვნულმა გაერთიანებამ" პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ საფრანგეთის კანონის შესაბამისად მიიღო.
ლე პენმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას "საფრანგეთში მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურება“ და "დემოკრატიის უგულებელყოფის მცდელობა" უწოდა.

მისი თქმით, სუბსიდიების გაყინვის გამო, "ეროვნულმა გაერთიანებამ" აგვისტოს ბოლოს, შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს.
2016 წელს თაღლითობის წინააღმდეგ ევროპული ოფისის (OLAF) მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ლე პენმა 2010 წლის დეკემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე საპარლამენტო დახმარების სახით 298,497 ევრო დაუსაბუთებლად მიიღო. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად