ევროპარლამენტმა Brexit-ის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ევროპარლამენტარებმა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს.

გადაწყვეტილებას მხარი ევროპარლამენტის 631-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 49 იყო, მხოლო 13-მა ადამიანმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რატიფიკაციისთვის უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო; ევროსაბჭოს საკონსტიტუციო საქმეთა კომიტეტმა უკვე მხარი დაუჭირა შეთანხმების რატიფიკაციას, ხოლო ბრიტანეთის პარლამენტმა შეთანხმება იანვრის პირველ ნახევარში დაამტკიცა.

მიმდინარე თვის ბოლოს, Brexit-ის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა. საბოლოო ნაბიჯი ევროკავშირის საბჭოს მიერ შეთანხმების დამტკიცება იქნება. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის საბჭო გადაწყვეტილებას დღეს, 30 იანვარს მიიღებს.

ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დევიდ სასოლმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რაც ევროკავშირის საბჭოს შესაძლებლობას აძლევს, გადაწყვეტილება მიიღოს.

სასოლი სიტყვითაც გამოვიდა და განაცხადა:

”ყველანი ვკარგავთ კოლეგებსა და მოკავშირეებს, რომლებთანაც მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ვისთან ერთადაც მთელი ამ წლების განმავლობაში ევროპარლამენტში ვითანამშრომლეთ. ინტეგრაციის ორმოცდაათი წელი მარტივად ვერ დაიშლება. ყველამ უნდა ვიმუშაოთ ახალი ურთიერთობების შექმნისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვისთვის”,– განაცხადა ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა.

მან აღნიშნა, რომ მხარეებმა რთული მომენტები უნდა გაიარონ, მაგრამ დევიდ სასოლი დარწმუნებულია, რომ ყოველ ჯერზე მათ შეეძლებათ გამოსავალი იპოვონ.

”თქვენ ტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ აშკარაა, რომ კვლავაც ევროპის ნაწილი ხართ იმ ფასეულობებით, რომლებიც ღრმად გვაერთიანებს”, – განაგრძო სადოლი.

”ძვირფასო ბრიტანელო მეგობრებო, რა თქმა უნდა, ძნელია ბოლოს და ბოლოს დავემშვიდობოთ ერთმანეთს. ამ მიზეზით, ყველა კოლეგასთან ერთად გეუბნებით- “ნახვამდის”,-განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად