ევროპარლამენტმა ბელარუსის ოპოზიციას ბრიუსელში ოფისის გახსნა შესთავაზა

ორშაბათს, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ბელარუსის ოპოზიციას ბრიუსელში ოფისში გახსნა შესთავაზა.

”დრო არ არის, რომ განვიხილოთ ბრიუსელში დემოკრატიული ბელარუსისთვის საინფორმაციო ოფისის გახსნის შესაძლებლობა?” – თქვა კუბილიუსმა, რომელიც არის ევროპარლამენტის მისიის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას, რომელზეც მიწვეული იყო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია.

”ბელარუსთან ინფორმაციის მუდმივი გაცვლა ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის”, – დასძინა კუბილიუსმა.

მან ევროპარლამენტს ასევე შესთავაზა შექმნა სპეციალური კომისიისა, რომელიც გააკონტროლებს ძალადობასა და კანონის უზენაესობის დაცვას. “ბოლო პარლამენტმა შექმნა კოკს-კვასნევსკის მისია [უკრაინისთვის], ჩვენ შეგვიძლია მსგავსი ბელარუსისთვისაც შევქმნათ”, – თქვა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად