ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ჩვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანის შეხვდა.

ანტონიო ტაიანიმ საქართველოს პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტმა თავისი წილი საქმე უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მომავალში ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება შეძლოს.

“პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე. უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ შეძლო უპრობლემოდ მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში. გვინდა მოგზაურთა რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა და ამ მნიშვნელოვან ქვეყანასთან თანამშრომლობა განმტკიცდეს.

ჩვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობის თვალსაზრისით. ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც.

ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს საპარლამენტო დონეზე. შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ქართველები ევროპელები არიან და ახლა ჩვენც უნდა გავაკეთოთ ჩვენი წილი საქმე იმისთვის, რომ მომავალში ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება შევძლოთ. ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, მაგრამ დასაწყისს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება”, – აღნიშნა ანტონიო ტაიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...