ევროპარლამენტის დეპუტატებმა უკრაინის ხელისუფლებას თანასწორობის მარშზე გამოსვლისკენ მოუწოდეს

ევროპარლამენტის 35 დეპუტატმა უკრაინაში გაგზავნილ წერილს, რომელიც 17 ივნისს დაგეგმილ თანასწორობის აქციაში ჩართვას გულისხმობს, ხელი მოაწერეს. შესაბამისი წერილის ადრესატი უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, და უკრაინის უმაღლესი რადაა. 

„უკრაინის ხელისუფლებას მოვუწოდებთ მიმდინარე წლის 17 ივნისს, კიევის აქციის უსაფრთხოება უზრუნველყოს. „-აღნიშნულია წერილში.

„ვწუხვართ, რომ საკანონმდებლო პროგრესი შეჩერდა … უკრაინა ევროპის ერთ-ერთ ბოლო ადგილზე რჩება, სადაც კანონები არ იცავს ლგბტ უმცირესობას“- აღნიშნავენ პარლამენტარები

„ადამიანების უფლებები არ არის დაცული, მაშინ როცა ყველას უფლება არაა დაცული. დიდი ცვლილებები ხშირად სიმბოლური ჟესტებით იწყება. მოვუწოდებთ უკრაინელ ლიდერებსა და მთავრობას კიევში მცხოვრებ მოქალაქეებს 17 ივნისის აქციას შეუერთდნენ. გადადგით ისტორიული ნაბიჯი და იყავით პირველ რიგებში მაშინ, როცა უკრაინელი ხალხი ძლიერი, მრავალფეროვანი, თანასწორუფლებიანი დემოკრატიისკენ, ჩვენ ევროპულ ოჯახში, მიისწრაფიან.

ცნობისთვის, თანასწორობის მარში 17 ივნისსაა დაგეგმილი. KyivPride-ის წარმომადგენლის თანახმად, ორგანიზატორები აქციაზე დაახლოებით 5 ათას ადამიანს ელოდებიან, თმცა ზუსტი ციფრი მაინც უცნობია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად