ევროპარლამენტის არჩევნებში “ევროპის სახალხო პარტიამ” 42 მანდატი დაკარგა

ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა ორმა ჯგუფმა – ევროპის სახალხო პარტია” და “სოციალისტები და დემოკრატები” მმართველი კოალიციის ფორმირებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა დაკარგა.

წინასწარი შედეგების მიხედვით, “ევროპის სახალხო პარტია” ეახლად არჩეულ ევროპარლამენტში 178 დეპუტატით იქნება წარდგენილი, ხოლო “სოციალისტები და დემოკრატები” – 152 დეპუტატით. ორივე მათგანმა წინა არჩევნებთან შედარებით 82 დეპუტატით ნაკლები ეყოლება.

ყველაზე დიდ წარმატებას არჩევნებში ლიბერალების და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) მიაღწია. მათ 108 დეპუტატი ეყოლებათ, 41-ით მეტი, ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტში.

მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია აგრეთვე მწვანეების და ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფმა (Greens/EFA), რომელმაც 50-დან 67-მდე გაზარდა დეპუტატების რაიდენობა აგრეთვე მწვანეებმა.

გაზარდეს წარმომადგენლობა ევროსკეპტიკოსებმა – “ევროპის თავისუფლების და პირდაპირი დემოკრატები” (EFDD). მათ ახალ პარლამენტში 58 დეპუტატი ეყოლებათ

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ევროპარლამენტის 751 დეპუტატის მანდატი ასეა გადანაწილებული:

“ევროპის სახალხო პარტია” – 178
“სოციალისტები და დემოკრატები” – 152
“ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი” – 108
მწვანეები / ევროპის თავისუფალი ალიანსი – 67
“ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები” – 61
ნაციონალისტები (ENF) – 55
“თავისუფლების და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა” (EFDD) – 53
“გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეები” – 39
წვრილი პარტიები და მიუმხრობლები – 38

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...