ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაუქმების გადაწყვეტილებაზე განმარტებას აკეთებს

ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაუქმების გადაწყვეტილებაზე განმარტებას აკეთებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტის ადმინისტრაციამ და პოლიტიკურმა ჯგუფებმა მნიშვნელოვნად შეამცირა თანამშრომლების წარმომადგენლობა და გაუქმდა დელეგაციებისა და სადამკვირვებლო მისიების ვიზიტი.

“კოვიდ -19 ის შემთხვევები ძალიან ბევრ წევრ სახელმწიფოში ზრდას განაგრძობს. ინფექციის შემთხვევების შესამცირებლად ქვეყნების მეთაურები ზომებს იღებენ, იმისათვის რომ ინფიცირების რისკები მინიმუმამდე დავიდეს. ჩვენს თანამშრომლებსა და სხვა მომუშავე პერსონალში, ევროპარლამენტის ადმინისტრაციამ და პოლიტიკურმა ჯგუფებმა მნიშვნელოვნად შეამცირა თანამშრომლების წარმომადგენლობა და გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, მათ შორის გაუქმდა დელეგაციებისა და სადამკვირვებლო მისიების ვიზიტი,” – ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად