ევროპარლამენტი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას, ასევე უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის გათავისუფლებას მოითხოვს, რომელიც სასჯელს რუსეთის ციხეში იხდის. ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზე გარცელდა. 

დოკუმენტს მხარი 485-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 76 წინააღმდეგი იყო და 66-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
"ევროპარლამენტი აკრიტიკებს რუსეთის კანონს უცხოელ აგენტებზე. დეპუტატები ითხოვენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს სენცოვი და 70-ზე მეტი უკრაინელი მოქალაქე, რომლებიც რუსეთსა და ყირიმში უკანონოდ დააკავეს ", – ნათქვამია ევროპარლამენტის პრეს-რელიზში.
ოლეგ სენცოვი ყირიმში 2014 წელს დააკავეს, რეჟისორს ბრალი ტერორისტული დაჯგუფის შექმნასა და ორი ტერორისტული აქტის მომზადებაში დასდეს. იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2018 წლის მაისის შუა რიცხვებში სენცოვი შიმშილობდა და რუსეთში ყველა უკრაინელი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად