ევროპარლამენტი: ჩვენს სამზარეულოში მომზადდება 1 000-მდე პორცია, რასაც გაჭირვებულებს დავურიგებთ

ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის შენობის ნაწილი უსახლკაროებს დაეთმობა, ხოლო ამავე შენობის სამზარეულოში, გაჭირვებულებისთვის და ჯანდაცვის მუშაკებისთვის, ყოველდღიურად 1 000-მდე პორცია მომზადდება.

“ჩვენი მიმართულება მოქალაქეების მიმართ თანადგომაა. გადავწყვიტეთ, ამ საგანგებო მდგომარეობის ფონზე, ევროპარლამენტის შენობის ნაწილი უსახლკარო ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, ხოლო ჩვენს სამზარეულოში, ყოველდღიურად მომზადდება 1 000-მდე პორცია, რასაც გაჭირვებულებსა და ჯანდაცვის მუშაკებს მივაწვდით”, – აცხადებს სასოლი.

იგი აგრეთვე აცხადებს, რომ “ევროპის სიძლიერე – სოლიდარული მოქმედებაა.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად