ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მთავრობას: „თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ უარი იმაზე, რისი უფლებაც არ გქონდათ”

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ტვიტერზე ეხმიანება

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ურთიერთგაგების მემორანდიუმში მეორე ტრანშის (75 მლნ €) მისაღებად ჩამოთვლილი პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ. თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ უარი იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს უარი თქვას ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე.

„რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც 2020 წელს ავიღეთ და 75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება, რომლის თაობაზეც მოგვიანებით, დამატებით კომენტარს გააკეთებს ფინანსთა სამინისტრო. წელს, იქიდან გმომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ჩვენ ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ჩვენ რა თქმა უნდაა, ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ აღმოგვიჩინეს, მათ შორის კოვიდ პანდემიის მართვის დროს და ზოგადად, ყველაფრისთვის რაც მათ გააკეთეს ჩვენთვის. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორეს მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე”, – განაცხადა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საქართველოს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა

კომენტარები
იტვირთება...