ევროპარლამენტარი: თქვენ ხართ არაჩვეულებრივი ხალხი, იამაყეთ საქართველოთი – იბრძოლეთ იმისთვის, რომ ის იყოს უფრო ძლიერი

ამის შესახებ „ევროაპარლამენტის“  წევრმა  კრისტიან ტერესმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა.  

„მე არ ვარ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.

მე არ ვესწრებოდი სხდომას, მაგრამ რა თქმა უნდა მივიღე ინფორმაცია გუშინდელი მსჯელობის შესახებ.  გული დამწყდა თუ როგორ იყო საქართველოს საკითხი განხილული. მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტის წევრები წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნებს. ისინი არიან პოლიტიკოსები. დასანანია, რომ ბევრი მათგანი ამ შესაძლებლობას, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარს იყენებს პოლიტიკური ქულების დასაწერად. ეს ხდება მგრძნობიარე თემებისა და დეტალების გათვალისწინების გარეშე. ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებს და ევრო პარლამენტარებსაც აუცილებლად ვეტყვი .

მე არ ვფიქრობ, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის მიზანშეწონილი საქართველო იყოს გამოიყენოს როგორც ბრძოლის ველი  და ბრიუსელში დააგროვოს პოლიტიკური ქულები .  მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და ევროპარლამენტარებისათვის, ევროკომისიისთვის იმის გათვალისწინება, რომ წლების მანძილზე საქართველომ რეფორმების გრძელი გზა გაიარა. მიაღწია პროგრესს და ამას არავინ უარყოფს.

საქართველომ დაამტკიცა , რომ სანდო, ძლიერი პარტნიორია და ამას ვერავინ უარყოფს. ძლიერი პარტნიორია არამარტო ევროკავშირისთვის, არამედ ნატოსთვის. თქვენ გყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და ეს ამტკიცებს, რომ თქვენთან დემოკრატიაა. ყველა რომ ყველაფერზე თანხმდებოდეს ეს დემოკრატია აღარ იქნებოდა. ეს ხდება რუსეთში.

საკითხები, რაც შიდა დაპირისპირებებს ეხება უნდა გადაწყდეს ქვეყნის შიგნით. მიზანშეწონილი არ არის არცერთი პოლიტიკური ლიდერისთვის, ჩამოვიდეს, ლექციები წაგიკითხოთ, გააკრიტიკონ ქვეყანა და არ იცოდნენ რეალურად რა ხდება. თქვენ  გაქვთ შესანიშნავი ქვეყანა, ხართ არაჩვეულებრივი ხალხი და იამაყეთ საქართველოთი. იბრძოლეთ იმისთვის, რომ იყოს უფრო და უფრო ძლიერი“ – განაცხადა კრისტიან ტერესმა

 

თარგმანი ტელეკომპანია „იმედი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად