ევროპარლამენტარი: მხარს ვუჭერ დემოკრატიულ საქართველოს, არა სასამართლოების გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შემაჯამებელი დოკუმენტის ჩავარდნას სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპარლამენტის დეპუტატი​ რასა იუკნევიჩიანე.

„პარლამენტარებმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან მხარი არ დაუჭირეს ევროკავშირი/საქართველოს შეხვედრის განცხადებას. მე მხარს ვუჭერ დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, თუმცა არა სასამართლოების გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ. კანონის უზენაესობა არაა უმრავლესობის სამართალი“, – წერს თავის Twitter-ზე ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს. დოკუმენტი მოიცავდა ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად