ევროპარლამენტარი: დოკუმენტის ჩავარდნა არის სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენ ვხედავთ წინააღმდეგობებს

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შემაჯამებელი დოკუმენტის ჩავარდნას სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპარლამენტის დეპუტატი​ მარკეტა გრეგოროვა.

“დღეს ჩვენ ჩავაგდეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის საპარლამენტო შეხვედრის ფინალური განცხადება. ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას თქვენს ევროპულ გზაზე. ეს არის სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენ ვხედავთ წინააღმდეგობებს და მათ სერიოზულად აღვიქვამთ”,- წერს მარკეტა გრეგოროვა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს. დოკუმენტი მოიცავდა ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად