ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი: იმპერიალისტური რუსეთის ეს გზა განწირულია

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავის გამოხმაურებაში წერს, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

„დღეს 12 წელი გავიდა აგვისტოს 2008 წლის ომის შემდეგ. რუსეთის განგრძობადი პროვოკაციები საოკუპაციო ძალების უკანონოდ განლაგებითა და მცოცავი ანექსიით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და ევროკავშირის მედიაციით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“, – აღნიშნავს ევროპარლამენტარი, ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ იმპერიალისტური რუსეთის ეს გზა განწირულია და მისი ერთადერთი ევროპული გზა არის ის, რომ მაგალითი აიღოს საქართველოსგან, რომელიც ევროპარლამენტარის შეფასებით, ევროკავშირის სამეზობლოში მისაბაძია წარმატებული ევროპული რეფორმების განხორციელებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად