ევროპალიგის პირველი ნახევარფინალური მატჩების შემდეგ ფავორიტებად ინგლისური კლუბები გვევლინებიან

მანჩესტერსა და ვილიარეალში ევროპალიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა

მანჩესტერში, პირველი ტაიმის შემდეგ „რომა” დაწინაურდა და ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა მეორე ტაიმში მის მიერ ხუთი უპასუხო გოლის გაშვებას, თუმცა მეორე ნახევარში სწორედ რომ ერთი შეხედვით წარმოუდგენელი რამ მოხდა და და „მანჩესტერ იუნაიტედმა” შეხვედრა 6:2 მოიგო.

გოლები: ბრუნუ ფერნანდეში (9′, 1:0), ლორენცო პალეგრინი (15″, თერთმეტმეტრიანი, 1:1), ედინ ჯეკო (35;, 1:2), ედინსონ კავანი (48′ და 64;, 2:2 და 3:2), ბრუნუ ფერნანდეში (71′, თერთმეტმეტრიანი 4:2), პოლ პოგბა (74′, 5:2), მეისონ გრინვუდი (87′, 6:2)

ვილიარეალში მასპინძლებმა სეძლეს ლონდონის არსენალის დამარცხება, თუმცა შეხვედრის ანგარიში, განმეორებითი მატჩის წინ, ალბათ, ლონდონელებს უფრო განაწყობს ოპტიმისტურად.

გოლები: მანუ ტრიგეროსი (5′, 1:0), რაულ ალბიოლი (30′, 2:0), ნიკოლა პეპე (73′, თერთმეტმეტრიანი’, 2:1)

განმეორებითი შეხვედრების წინ სავსებით რეალური ჩანს ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის ფინალურ შეხვედრებში ინგლისური კლუბების, „მანჩესტერ სიტის” და ჩელსის” და „მანჩესტერ იუნაიტედის” და „არსენალის” დაპირისპირება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...