ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივი” მოსკოვის “დინამოს” მიიღებს

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა,

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ თბილისის “ლოკომოტივის” მეტოქე მოსკოვის “დინამო” იქნება, ხოლო თბილისის “დინამო” უელსის “კონაჰი”.

ევროპალიგის მესამე ეტაპზე გამსვლელი გუნდების ვინაობას მეტოქეები  ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაარკვევენ. “ლოკომოტივი” შეხვედრას თბილისში გამართავს, “დინამო” კი უელსს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად