ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

დღეს უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

გორის "დილა" სომხურ "შირაქს" დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრას "დილა" საკუთარ მოედანზე გამართავს.

საჩხერის "ჩიხურა" კი კიშინოვის "ზიმბრუს" დაუპირისპირდება. "ჩიხურა" პირველ შეხედრას სტუმრად გამართავს.

"სამტრედია" აზერბაიჯანულ "გაბალას" დაუპირისპირდება, პირველ შეხვედრას კი სტუმრად გამართავს.

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...