ევროპა ლიგის პლეი ოფში ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის წილისყრა გაიმართა. კენჭისყრისას გაირკვა ევროტურნირებზე შემორჩენილი ორი ქართული კლუბის – “საბურთალოსა” და დინამო “თბილისის” სავარაუდო მეტოქეები.

საქართველოს წინა სეზონის გამარჯვებული “საბურთალო”, თუ სომხური “არარატის” ბარიერს დაძლევს, ევროპა ლიგის პლეი ოფში დუდელანჟი (ლუქსემბურგი)-კალიუსი (ესტონეთი) წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება თბილისის “დინამოს”, თუ საქართველოს დედაქალაქური კლუბი ჰოლანდიურ “ფეიენოორდთან” ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაიმარჯვებს, საკვალიფიკაციო პლეი ოფში  ნორკიოპინგი (შვედეთი)-ბეერ შევას (ისრაელი) წყვილში მოგებულს შეხვდება.

პლეი ოფის პირველი მატჩები 22 აგვისტოს ჩატარდება, საპასუხო კი – ერთი კვირის შემდეგ. პლეი ოფის დაძლევის შემთხვევაში საფეხბურთო კლუბი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად