ევროპა ლიგის მე-3 ეტაპზე გასვლის შემთხვევაში “დინამოს” მეტოქე ფარერების “კლაკსვიკი” იქნება, “ლოკო” კი ალბანურ ან ესპანურ კლუბს შეხვდება

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსში “კონაჰთან” წარმატების მიღწევის შემთხვევაში თბილისის “დინამო” საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ეტაპზე გავა და პლეი-ოფში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად ფარერებში კლასვიკის “კლასვიკს” დაუპირისპირდება.
 
თბილისში მოსკოვის “დინამოს” ძლევის შემთხვევაში თბილისის “ლოკომოტივი” აგრეთვე იასპარეზებს საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ეტაპზე. პლეი-ოფში თამაშის უფლების მოსაპოვებლად იგი ალბანეთის ქალაქ დურესის “ტეუტას” და ესპანეთის ქალაქ გრანადას “გრანადას” შორის გამარჯვებულს ესტუმრება.
 
ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 17 სექტემბერს გაიმართება, მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის კი – 24 სექტემბერს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად