ევროპა ლიგის 16 მატჩიდან სამში დიდი ანგარიში დაფიქსირდა

გაიმართა ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალის პირველი მატჩები

თექვსმეტი მატჩიდან შედარებით მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა შეხვედრა ესპანეთის ქალაქ ხეტაფეში ადგილობრივ “ხეტაფეს” და ტიტულოვან ‘აიაქსს” შორის. მასპინძლებმა სტუმრები 2:0 დაამარცხეს და განმეორებითი შეხვედრის წინ შემდგომ ეტაპზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი მიიღეს.

თექვსმეტი შეხვედრიდან მხოლოდ სამი დასრულდა დიდი ანგარიშით და აქედან ერთ შემთხვევაში სტუმრებმა შეძლეს მასპინძელთა განადგურება: “შვეიცარიის “ბაზელმა” კვიპროსში “აპოელს” 3:0 სძლია.

დოდი ანგარიშით დასრულდა შეხვედრები ინგლისში “ვულვერჰემპტონ უონდერერს” და ესპანეთის “ესპანიოლს” შორის – 4:0 და გერმანიაში “აინტრახტს” და ავსტრიის “ზალცბურგს” შორის – 4:1.

“ბრიუგე” ბელგია – “მანჩესტერ იუნაიტედი” 1:1
“აინტრახტი” – ზალცბურგი” 4:1
“კოპენჰანგენი” – სელტიკი” 1:1
“ხეტაფე” – “აიაქსი” 2:0
“ლუდოგორეცი” ბულგარეთი – ინტერი 0:2
“შახტარი” – ბენფიკა” 2:1
“სპორტინგი” – ისტანბული” 3:1
“კლუჟი” რუმინეთი – სევილია 1:1
“აპოელი” – ბაზელი” 0:3
“აზ ალკმაარი” – “ლინცი” ავსტრია 1:1
“ბაიერი” ლევერკუზენი – “პორტუ” 2:1
“ოლიმპიაკოსი” – არსენალი” 0:1
“გლაზგო რეინჯერსი” – “ბრაგა” 3:2
“რომა” – გენტი” 1:0
“ვოლფსბურგი” – მალმიო” 2:1
“ვულვერჰემპტონ უონდერერსი” – “ესპანიოლი” 4:0

განმეორებითი შეხვედრები 27 თებერვალს გაიმართება.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად