ევროკომისიის პრეზიდენტმა G20-ის წევრ ქვეყნებს 4,5 მლრდ დოლარის გამოყოფისკენ მოუწოდა

ევროკომისიის (EC) პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა მოუწოდა G20-ის წევრ ქვეყნებს გამოყონ 4,5 მილიარდი დოლარი წლის ბოლოს გაეროს ACT-Accelerator (ACT-A) ინიციატივისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის ტესტებზე, აგრეთვე ვაქცინებსა და წამლებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

“ვაქცინები ხელს შეუწყობს პანდემიის გადალახვას. G20-ის სამიტზე მე მოვითხოვე 4,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ACT Accelerator-ის ინიციატივაში 2020 წლის ბოლოსთვის. ტესტების, წამლებისა და ვაქცინების გლობალური განაწილებისთვი”, – წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი თავის Twitter-ზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად