ევროკომისიის პრეზიდენტი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი ოპერაციისთვის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰოსპიტალიზაციის გამო ჟან კლოდ იუნკერი იძულებული გახდა, ავსტრიაში შვებულება შეეწყვიტა. მას ლუქსემბურგში ნაღვლის ბუშტის მოსაშორებლად ოპერაცია ჩაუტარდა.

ჟან კლოდ იუნკერი 2014 წლის ივლისიდან ევროკომისიის პრეზიდენტია. 31 ოქტომბერს მას ამ თანამდებობაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლიაიენი შეცვლის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...