ევროკომისიის ხელმძღვანელი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს

გერმანიის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ევროკომისიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლიაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნება და, ამავე დროს, დიალოგი აუცილებელია. ამის შესახებ მან იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ რუსეთის მხრიდან გარკვეულ მტრულ დამოკიდებულებას ვხედავთ: საერთაშორისო სამართალდარღვევები, როგორიცაა ყირიმის ანექსია, ევროპის მაქსიმალურად გახლეჩვა,” – განაცხადა ფონ დერ ლიაიენმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს.

“ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სანქციები და, ამავე დროს, ვაწარმოოთ დიალოგი”, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა. მან დასძინა, რომ ევროკავშირი ცილისმწამებლური კამპანიისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებს.
„ჩვენი პრივილეგია, როგორც დემოკრატია, არის გამჭვირვალობა, პრესის თავისუფლება და ღია დისკუსია”,- დასძინა მან.

ურსულა ფონ დერ ლიაიენმა, რომელიც მანამდე გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვთან დიალოგი საჭიროა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...