ევროკომისიამ ოფიციალური კიევი და მოსკოვი, გაზის ტრანზიტის საკითხის გადასაჭრელად მიიწვია

მოსკოვი და კიევი, გაზის საკითხთან დაკავშირებით, სამმხრივ მოლაპარაკებებზე ბრიუსელში არიან მიწვეულები. ამის შესახებ თავის ოფიციალურ ტვიტერზე ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი მაროშ შეფჩოვიჩი წერს.

“უკრაინა და რუსეთი ბრიუსელში, გაზის საკითხთან დაკავშირებით სამმხრივ მოლაპარაკებებზე მოვიწვიეთ პოლიტიკურ დონეზე, რაც იანვარში შედგება”, – წერს იგი.

შეხვედრის ფარგლებში აგრეთვე მოსალოდნელია კომერციული კომპანიის ჩართულობა, აცხადებს შეფჩოვიჩი.

აქამდე რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსი ექსპერტების, ევროკომისიისა და უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებები გაზის საკითხთან დაკავშირებით წლის ბოლომდე, ან იანვარში ჩატარდებოდა.
მოსკოვისა და უკრაინის შეთანხმებას, რომელიც უკრაინის გავლით რუსეთიდან გაზის ტრანსპორტირებას გულისხმობს, ვადა 2019 წელს ეწურება. ივლისში, ევროკავშირის, რუსეთისა და უკრაინის მიერ ბერლში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, შეფჩოვიჩმა განაცხადა, რომ მოსკოვი და კიევი მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ 2020 წლისთვის ახალი შეთანხმება უნდა შემუშავდეს. აგვისტოში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი შენარჩუნდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად