ევროკომისიამ კორონავირუსის ახალი შტამებისგან ბიოლოგიური თავდაცვის გეგმაზე მუშაობა დაიწყო

ევროკომისია (EC) იწყებს სამოქმედო გეგმას კორონავირუსის ახალი შტამებისგან ბიოლოგიური დაცვის უზრუნველსაყოფად, სახელწოდებით HERA ინკუბატორი, ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე.

პროექტი გააერთიანებს მეცნიერებს, ბიოტექნიკურ კომპანიებსა და სამთავრობო უწყებებს ევროკავშირსა და მთელს მსოფლიოში, კორონავირუსის ახალი მუტაციების დასადგენად, ასევე ახალი ვაქცინების შესაქმნელად და მათი წარმოების შესაძლებლობების გასაზრდელად.

“ჩვენი პრიორიტეტია იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ევროპელს რაც შეიძლება სწრაფად ჰქონდეს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები COVID-19– ის წინააღმდეგ. ამავდროულად, ვირუსის ახალი ვარიანტები სწრაფად ჩნდება და ჩვენ უფრო სწრაფად უნდა მოვახდინოთ ჩვენი ქმედებების ადაპტირება. დღეს ჩვენ ვიწყებთ HERA ინკუბატორს. ის გააერთიანებს მეცნიერებას, მრეწველობასა და სამთავრობო სტრუქტურებს და დააგროვებს ყველა არსებულ რესურსს, რათა ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ”, – თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...