ევროკომისია ევროკავშირის შიგნით საზღვრებს ღიას დატოვებს

ევროკომისია აპირებს, ევროკავშირის შიგნით საზღვრები ღია დატოვოს, მაგრამ მკაცრად არ უწევს რეკომენდაციას არასაჭირო მგზავრობებს და მხარი დაუჭირა საზღვრებზე “პროპორციულ სანიტარულ ზომებს”. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ევროკავშირის ვაქცინაციის სტრატეგიასა და პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებში. დოკუმენტი ქვეყნების ლიდერებს დასამტკიცებლად წარედგინება 21 იანვარს ევროკავშირის ონლაინ სამიტზე.

“პანდემიაზე რეაგირების გაძლიერებისას, დაცული უნდა იყოს გადაადგილების თავისუფლება ევროკავშირის ფარგლებში და ერთიანი ბაზარი. ყველა არასავალდებულო ტრანსსასაზღვრო მოგზაურობას მკაცრად არ უნდა დაუჭიროთ მხარი, სანამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად არ გაუმჯობესდება. მოგზაურობის შეზღუდვები, მგზავრების ტესტირების ჩათვლით, უნდა შენარჩუნდეს”, – ნათქვამია დოკუმენტში.

“საზღვრის სრული დახურვა არაეფექტურია, ძირს უთხრის ეკონომიკას. ჩვენ ვადასტურებთ, რომ სანამ არ იქნება მიღწეული თავდაცვის საჭირო დონე ვაქცინაციის მეშვეობით, აუცილებელია მოძრაობის კონტროლი, მაგრამ ეს ზომები უნდა იყოს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პროპორციული, მიზნობრივი და შეზღუდული”, – განაცხადა ევროპული ცხოვრების წესის განვითარების კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე მარგარიტის სხინასმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად