ევროკომისია AstraZeneca-ს წინააღმდეგ სარჩელის შესატანად ემზადება

ვაქცინების მომარაგების პრობლემების გამო, ევროკომისია AstraZeneca–ს წინააღმდეგ იურიდიული ქმედების დასაწყებად ემზადება. იუწყება გაზეთი Politico, დიპლომატიური წყაროს მითითებით.

კომისიამ ეს საკითხი დააყენა ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელზეც უმრავლესობამ თქვა, რომ მხარს დაუჭერენ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას დაპირებული დოზების მასიური გადაუხდელობის გამო. დავის არსი წარმოადგენს AstraZeneca-ს ვალდებულებას, უზრუნველყოს ევროკავშირთან ხელშეკრულებაში მითითებული დოზების რაოდენობა. წყაროს თანახმად, ამ კვირაში დადგინდება ვადა, როდესაც კომპანიის წინააღმდეგ სამართალწარმოების დაწყება უნდა დასრულდეს.

AstraZeneca–მ 2021 წლის იანვარში განაცხადა, რომ ვეღარ შეძლებს საჭირო რაოდენობის დოზების მიწოდებას, როგორც ეს თავდაპირველად იყო გათვალისწინებული. პირველი კვარტლის ბოლოს კომპანიამ მხოლოდ 30 მილიონი დოზა მიაწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 100 მილიონი დოზის ნაცვლად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...