ევროკომისია აშშ-ს მიერ კუნძულ გრენლანდიის შეძენის იდეას მხარს არ უჭერს

ევროკომისია (EC) შეერთებული შტატების მიერ კუნძულ გრენლანდიის შეძენის იდეას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ნატაშა ბერტომ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო TASS ავრცელებს.

”გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით, ევროკომისია სრულად უჭერს იმ პოზიციას, რომელიც დანიის პრემიერმინისტრმა და გრენლანდიის მთავრობამ გამოხატეს”, – განაცხადა ევროკომისიის პრეს-სპიკერმა ნატაშა ბერტომ.

16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი კუნძულ გრენლანდიის შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც ამერიკული მედია წერს, დონალდ ტრამპმა ეს იდეა საკუთარ მრჩევლებთან განიხილა, რომლებმაც მის გეგმას ”ეკონომიურად სიცოცხლისუნარიანი” უწოდეს.

შეფასდა, რომ ამ გარიგების ღირებულება შესაძლოა 10 ტრილიონი აშშ დოლარი იყოს, ეს თანხა აშშ-ს მშპ-ს ნახევარს აღემატება.

დანიელი პოლიტიკოსები ამერიკის ლიდერის მიერ გრენლანდიის შესყიდვის იდეით აღშფოთებულები არიან და მას არასერიოზულ განცხადებას უწოდებენ.
”იდეა იმის შესახებ, რომ დანიამ შესაძლოა შეერთებულ შტატებს 50,000 მოქალაქე გადასცეს, სრულიად არასერიოზულია”, – განაცხადა დანიის ხალხის პარტიის წარმომადგენელმა სერენ ესპერსენმა.
გრენლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია ღიაა ბიზნესისა და ტურიზმისთვის, მაგრამ არ იყიდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...