ევროკომისია 2020 წლისთვის ჰუმანიტარული დახმარებებისთვის 900 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკომისია 2020 წლისთვის ჰუმანიტარული დახმარებებისთვის ბიუჯეტიდან 900 მილიონ ევროს გამოყოფს.

”ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარება საშუალებას გვაძლევს, ევროკავშირის გლობალური სოლიდარობის ფარგლებში, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ, თუმცა, ჰუმანიტარული კრიზისი უფრო რთული და სერიოზული ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტები შიმშილობისა და გადაადგილების პრობლემის მთავარი მიზეზია, ამ ფენომენმა მნიშვნელოვნად გაამძაფრა კლიმატი. ევროკავშირის მოვალეობაა, გამოიჩინოს სოლიდარობა და მხარი დაუჭიროს მათ, ვისაც ეს სჭირდება”,-განაცხადა კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისიის წევრმა, იანეზ ლენარჩიჩმა.

როგორც ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების უდიდესი მიმწოდებელია. ის 80-ზე მეტ ქვეყანას ეხმარება.

მთლიანი ბიუჯეტიდან 400 მილიონი ევრო აფრიკაში პროგრამებისთვის გამოიყოფა. თანხები მოხმარდება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს, საჰელში კვების თვალსაზრისით არსებულ კრიზისს, ასევე სამხრეთ სუდანში დევნილ ადამიანებს, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკასა და ჩადის ტბაში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად