ევროკომისარი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე: ყველაფერი ზაფხულამდე იქნება მზად

ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრომოპულოსი, ამ წუთებში საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ბრიფინგს მართავს.

მისი თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ზაფხულამდე ან ზაფხულის განმავლობაში ამოქმედდება.

"შემოვდივართ წინადადებით,რომ საქართველო გადავიდეს იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ ვიზის გარეშე შენგენის ქვეყნებში. რა რა თქმა უნდა, ეს  სიურპრიზი არ არის, ჩვენ უკვე გავეცით დადებითი შეფასება შარშან დეკემბერში და ჩვენ დავადასტურეთ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ძირითადი ვალდებულება ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნით. ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯს,  რომელიც გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის შედეგად. ჩვენ გადავცემთ ამ წინადადებას ევროპარლამენტს, სადაც იმედი გვაქვს, რომ დაადასტურებენ. 

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ბიომეტრუილი პასპორტები, აღარ დაჭირდებათ ვიზა შენგენის ქვეყნებში სამოგზაუროდ 90 დღის განმავლობაში ბიზნესის ტურისტული თუ საოჯახო საკითხების თვალსაზრისით" – განაცხადა ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ინიციატივის ოფიციალური ტექსტი დღეს გამოაქვეყნა. აღნიშნული ინიციატივა ძალაში, ევროკომისიის წევრებისთვის წარდგენის, მათ მიერ განხილვისა და დამტკიცებიდან 20 დღის გასვლის შემდეგ შევა ძალაში.

სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...