ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% კორონავირუსის წინააღმდეგ უკვე აცრილია

ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილია. ივლისის ბოლომდე მათ, სულ მცირე, ერთი დოზა მაინც მიიღეს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაშია აღნიშნული.

”ჩვენი მიზანი იყო ივლისის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 70% -ის ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზით დაცვა. დღეს ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ”, – აღნიშნა მან.

ლაიენის თქმით, ზრდასრული მოსახლეობის 57%-მა სრული დაცვა, ანუ ვაქცინის ორი კომპონენტი მიიღო.

ამასთან, ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ “დელტა” შტამი ძალიან საშიშია. მან მოუწოდა ევროკავშირის ყველა მაცხოვრებელს, თავიანთი და სხვების სიცოცხლის დასაცავად აიცრან.

კომენტარები
იტვირთება...