ევროკავშირში COVID19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნად ბელგია დასახელდა

დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა (ECDC) ბელგია, ევროკავშირში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნად დაასახელა. ქვეყანაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ასი ათას მოსახლეზე ინფიცირების 1,390-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ცენტრის მონაცემებით, ჩეხეთი მეორე ადგილზეა (დაახლოებით 1,380 შემთხვევა), შემდეგ მოდის ლუქსემბურგი (760), შემდეგ მოდის სლოვენია და ნიდერლანდები.

ამავე დროს, ჩეხეთი ითვლება COVID19-ით ყველაზე მაღალი სიკვდიალიანობის მქონე ქვეყანად – 12,3 შემთხვევა ასი ათას მოსახლეზე. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ბელგია მეორე ადგილზეა – 5,8 შემთხვევა.

ბელგიაში, ბოლო დღეებში, დღეში საშუალოდ დაახლოებით 13 ათასი ინფიცირების შემთხვევა ვლინდება. ხელისუფლებამ ფედერალურ და რეგიონალურ დონეზე მთელი რიგი დამატებითი შეზღუდვები მიიღო ეპიდემიის შენელებისთვის: დაწესდა კომენდანტის საათი, დაიხურა რესტორნები და კაფეები. დედაქალაქში ასევე, აკრძალულია მუზეუმებისა და კინოთეატრების საქმიანობა, კვლავ დაწესდა ნიღბების სავალდებულო ტარება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად