ევროკავშირში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ”უკრაინის საქმეზე” კონგრესს ჩვენება მისცა

ევროკავშირში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გორდონ სანდლანდმა კონგრესში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სთხოვა, მოსმენაზე სიმართლე ეთქვა.

მისი თქმით, თეთრ სახლში ხანმოკლე შეხვედრის დროს, ტრამპმა მას უთხრა: “წადი და სიმართლე მოყევი”.

“პრეზიდენტი ტრამპი ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან მიღების დროს ვნახე. მას თეთრი სახლის დერეფანში შევხვდი, როდესაც აქ მოსვლა და მტკიცებულებების წარდგენა ვთხოვე”, -განაცხადა გორდონ სანდლანდმა.

”უამრავი ადამიანი იყო. მან თქვა:” კარგი, წადი და სიმართლე თქვი, სულ ეს იყო ჩვენი საუბარი”,- დასძინა მან.

წარმომადგენელთა პალატის სამმა კომიტეტმა საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა, სადაც სონდლანთან ერთად, უკრაინის საკითხებში აშშ-ს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერიც ფიგურირებს.

ორშაბათს, კომიტეტებმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული პირველი ჩანაწერები გამოაქვეყნეს. საუბარია, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩევლის მაიკლ მაკკინლის ჩვენებაზე, რომელიც ოქტომბერში გადადგა, ასევე უკრაინაში აშშ-ს ყოფილ ელჩ მარი იოვანოვიჩზე. ოფიციალურ პირებს შორის საუბრები დახურულ კარს მიღმა შედგა.

გამოცემა Wall Street Journal-ის (WSJ) წყაროების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ივლისში გამართული სატელეფონო საუბრის დროს, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე მოითხოვა, რომ ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო.

რობერტ ჰანტერ ბაიდენი 2014 წლიდან უმსხვილეს კერძო კომპანია Burisma Holdings- ის დირექტორთა საბჭოში მსახურობდა. თუმცა, 2019 წელს მან თანამდებობა დატოვა.

ტრამპსა და ზელენსკის შორის პირველი სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგას უკრაინის რადას არჩევნებში პარტია “ხალხის მსახურის” გამარჯვება მიულოცა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად