ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა უკრაინის საკითხზე კონგრესში განმარტებები გააკეთა

ევროკავშირში აშშ-ს ელჩმა გორდონ სონდლანდმა კონგრესში დახურულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას და სხვა ელჩებს დაავალა, პირად ადვოკატ, რუდოლფ ჯულიანთან ერთად უკრაინასთან დაკავშირებით პოლიტიკურ საკითხებზე ემუშავა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

გორდონ სონდლანდის განმარტებით, იგი ამით იმედგაცრუებული იყო. მან ასევე  შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ტრამპმა ჯულიანს საგარეო პოლიტიკურ საკითხზე პასუხისმგებლობები დააკისრა. თუმცა, მაგრამ აღიარა, რომ ის პრეზიდენტის მითითებებს მაინც ასრულებდა.

გორდონ სონდლანდი ირწმუნება, რომ მას ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების შესაძლო დაწყებაში წვლილი არ მიუძღვის. მისი თქმით, აშშ-ის არჩევნებში უცხო ქვეყნის მთავრობის შესაძლო ჩარევა არასწორი იქნება.

Associated Press- ის ცნობით, იგი შეეცადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები დაემალა. აღსანიშნავია, რადგან გორდონ სონდლანდი ევროკავშირში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე პირადად დონალდ ტრამპმა დანიშნა. მან დონალდ ტრამპის  საინაუგურაციო კომიტეტში 1 მილიონი აშშ დოლარის წვლილი შეიტანა.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის საუბრის თაობაზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას მასზე ზეწოლა მოახდინა და აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის შვილის მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვა.

მოგვიანებით, თეთრმა სახლმა სახელმწიფო ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, მაგრამ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა საუბრის ჩანაწერში რაიმე უკანონო ვერაფერი აღმოაჩინა.

წარმომადგენელთა პალატაში კი განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება აუცილებელია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად