ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია იმის გამო, რომ ევროპული დელეგაციის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ Twitter- ზე დაწერა ევროკავშირის მთავარმა მომლაპარაკებელმა ბრექსიტზე მიშელ ბარნიერმა.
მისი თქმით, მხარეებმა გადაწყვიტეს მოლაპარაკებების შეჩერება. ბარნიემ თქვა, რომ მის გუნდში ერთ-ერთ მომლაპარაკებელს კორონავირუსი დაუდგინდა.
ევროკავშირის მთავარმა მომლაპარაკებელმა აღნიშნა, რომ გუნდები გააგრძელებენ მუშაობას მითითებების სრული დაცვით.
ევროპულ საქმეთა მინისტრმა ტიტი ტუპურაინენმა Reuters-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა წარმატებული იყოს და “ყოვლისმომცველი” გარიგება გაფორმდეს მანამ, სანამ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლა 31 დეკემბერს დასრულდება.
თავის მხრივ, ბრიტანელმა მთავარმა მომლაპარაკებელმა დევიდ ფროსტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დისტანციურად გაიმართება.