ევროკავშირმა ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა გააფართოვა სანქციები ვენესუელის ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის 19 ოფიციალური პირი შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”ვენესუელაში არსებული სერიოზული ვითარების გათვალისწინებით, 19 ადამიანი უნდა შევიდეს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალში, რომლებიც ექვემდებარებიან შემაკავებელ ზომებს”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკავშირის განცხადების თანახმად, ”ამ სიაში შეყვანილი პირები პასუხისმგებელნი არიან, კერძოდ, ოპოზიციის საარჩევნო უფლებების შელახვასა და ეროვნული ასამბლეის დემოკრატიული ფუნქციონირებისთვის, აგრეთვე ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისა და ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვისთვის”.

შავ სიაში მოხვდნენ, მაგალითად, ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს პრეზიდენტი ინდირა ალფონსო, NIS– ის ვიცე – პრეზიდენტი ლეონარდო მორალესი, ვენესუელის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ოპერაციების სარდლობის უფროსი, ადმირალი რემიჯიო სებალოსი იჩასო, ეროვნული ასამბლეის წევრები და ასევე მოსამართლეები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...