ევროკავშირმა თურქეთთან მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე შეაჩერა

ამის მიზეზი თურქეთის მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში შელფის ბურღვა გახდა. ბრიუსელის მოსაზრებით, ანკარას ქმედებები კვირპოსის სანაპიროებთან სრულიად უკანონოა.

მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ევროკავშირი გააუქმებს თურქეთის ასოციაციის საბჭოსა და ევროკავშირის ყველა სხდომას, აგრეთვე შეწყვეტს თურქეთსა და ევროკავშირს შორის უმღალესი დიალოგის დონეზე ნებისმიერ ჩანიშნულ სხდომას. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორშაბათას, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა სხდომაზე.

“თურქეთში მიმდინარე და ახალი უკანონო ბურღვის ფონზე, რომელიც კვიპროსის სანაპიროებთან მიმდინარეობს, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, არ ჩაატაროს ასოცირების საბჭო და სხვა ევროკავშირსა და თურქეთს შორის უმაღლესი დონის დიალოგის ფარგლებში შემდგომი შეხვედრები”, – ნათქვამია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

გარდრა ამისა, ევოკავშირის წევრი ქვეყნები, თურქეთის კავშირში გაწევრიანების მომენტამდე, შეთანხმდნენ, რომ მას შეუმცირონ ფულადი დახმარების მოცულობა და ევროპის საინვესტიციო ბანკს აგრეთვე სთავაზობენ, რომ გადახედოს საკუთარ საკრედიტო მოქმედებებს თურქეთში, განსაკუთრებით კი სახელმწიფო პროექტების მხარდაჭერასთან მიმართებით.

ანკარაში კი აცხადებენ, რომ მათი მუშაობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სრულიად ლეგალურია და აღნიშნავენ, რომ ბურღვის ნებართვა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკისგან მიიღეს. ბრიუსელი კი ამ ლიცენზიას არ აღიარებს. კვიპროსზე, აღნიშნულ ტერიტორიას თურქეთის მიერ 1974 წლიდან მოყოლებული ოკუპირებულად მიიჩნევენ. თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელიც ამ ტერიტორიის დამოუკიდებლობას აღიარებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...