ევროკავშირმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აღნიშნულ სანქციებს ევროკავშირი კვირპოსის დაცვის სურვილით ხსნის. სანქციები დაწესდა ანკარის მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, კვიპროსის აღმოსავლეთ შელფზე უკანონო ბურღვების გამო.

ევროკავშირის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. ამით, მათ სურთ დასაჯონ ანკარა, რომელიც კვიპროსის სანაპიროსთან არსებულ შელფზე უკანონო ბურღვებს აწარმოებს.

გარმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა მიხაელ როტმა ანკარას ქმედებებს სრულიად უკანონო და პროვოკაციული უწოდა. მისი თქმით, ევროკავშირმა გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს კვიპროსს.

მიღწეული შეთნხმების ფონზე, ევროკავშირი თურქეთს შეუზღუდავს ფინანსურ დახმარებას, აგრეთვე შეაჩერებს ახალი საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ანკარა გააგრძელებს ბურღვით სამუშაოებს, დაწესდება ახალი სანქციებიც.

ანკარაში აცხადებენ, რომ მათი მუშაობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სრულიად ლეგალურია და აღნიშნავენ, რომ ბურღვის ნებართვა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკისგან მიიღეს. ბრიუსელი კი ამ ლიცენზიას არ აღიარებს. კვიპროსზე, აღნიშნულ ტერიტორიას თურქეთის მიერ 1974 წლიდან მოყოლებული ოკუპირებულად მიიჩნევენ. თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელიც ამ ტერიტორიის დამოუკიდებლობას აღიარებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...